ახალი ამბები
რუსეთი ხერსონსა და ზაპოროჟიეში პასპორტების გაცემას იწყებს
FaceBook
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მცხოვრებლებისთვის, მოქალაქეობის სწრაფი მინიჭების პროცედურის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

"გამარტივებული სისტემა საშუალებას მოგვცემს ნათლად ვაჩვენოთ, რომ რუსეთი აქ არა მხოლოდ დიდი ხნის განმავლობაში, არამედ სამუდამოდაა", - განუცხადა მოსკოვის საოკუპაციო ხელისუფლების ხერსონის ოლქის წარმომადგენელმა, კირილ სტრემუსოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა პასპორტების უკანონო გაცემა. ეს ნაბიჯი არის "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების აშკარა დარღვევა", - ნათქვამია უკრაინული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ეს არის "რუსეთის მცდელობის ნაწილი დაიმორჩილოს უკრაინის ხალხი ძალის გამოყენებით".

რუსეთი 93-ე დღეა უკრაინაში ომს აწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში, რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


წყარო: ამერიკის ხმა
Print