ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 92-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]

ტანკი – 1 315 ერთეული [+10]

ჯავშანტექნიკა – 3235 ერთეული [+22]

საარტილერიო სისტემა – 617 ერთეული [+11]

MLRS – 201 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული

თვითმფრინავი – 206 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 170 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 502 ერთეული [+11]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 114 ერთეული [+2]

გემი/ნავი – 13 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 225 ერთეული [+8]

სპეცტექნიკა – 47 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

178 თვითმფრინავი

126 ვერტმფრენი

1 006 უპილოტო საფრენი აპარატი

322 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 258 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

430 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 671 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

3 155 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 92 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print