ახალი ამბები
კანადა უკრაინას 20 000 ჭურვს გადასცემს
FaceBook
კანადა უკრაინას ჰაუბიცებისთვის 20 000 ჭურვს გადასცემს.


ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდიმ განაცხადა.

უკრაინას М-777 ჰაუბიცის 155 მმ-იანი ჭურვები გადაეცემა. მისივე თქმით, ჭურვებს უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის პაკეტის ფარგლებში შეისყიდიან.

"კანადა უკრაინისა და მისი მოსახლეობის გვერდით დგას, რადგან ჩვენ პუტინის უკანონო და გაუმართლებელ თავდასხმას ვგმობთ. დღევანდელი განცხადება არის ჩვენი ურყევი ვალდებულების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას მივაწოდებთ, რაც მას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად სჭირდება. უკრაინის სამხედრო ძალების მხარდასაჭერად ჩვენ მათ მეტ აღჭურვილობას ვუგზავნით", - განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინაში 92 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print