ახალი ამბები
რა ღონისძიებები ჩატარდება ქუთაისში 26 მაისს ( პროგრამა)
FaceBook
ქუთაისის მერია, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიებას გამართავს:


12:00- 19:00 საბავშვო ატრაქციონები- ცენტრალური ბულვარი ;

12:00- 19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური მოედანი;

12:00- 19:00 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური მოედანი;

12:00- 18:00 სამხედრო ტექნიკის დათვალიერება - ცენტრალური მოედანი;

12:00- 19:00 ყვავილების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური ბულვარი;

12:00- 19:00 პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოდელირება-სწავლება -ცენტრალური მოედანი;

12:00- 18:00 ტურნირი მოყვარულთა შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში - ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან;

12:00- 19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა - ცენტრალური ბულვარი;

12:00- 19:00 აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები - ცენტრალური ბულვარი;

12:00- 19:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი - ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან;

12:15 - საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგება;

12:00 და 14 :00 სპექტაკლი "მუსიკის ჰანგები"- თოჯინების თეატრი;

13 :00 და 15:00 სპექტაკლი "პეპი გრძელი წინდა" - ნიღბების თეატრი, ხარაზოვის ბაღი;

12:00- 15:00 ქუთაისში არსებული სამუსიკო სტუდიების და ხანდაზმულთა ანსამბლ "ბერმუხა"-ს კონცერტი - ცენტრალური მოედანი ;

15:00- 15:45 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სიმებიანი კვარტეტის კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

15:45 - 16:15 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ახალგაზრდული ორკესტრისა და ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული სასულე ორკესტრის ერთობლივი კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

16 :15- 16: 45 სიმფონიური ორკესტრის კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

17:10 საქართველოს ჰიმნი - ცენტრალური მოედანი;

19:00 ფილმის ჩვენება - ბოტანიკური ბაღი;

20:00 – 22:30 გალა-კონცერტი - ცენტრალური მოედანი.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.


Print