ახალი ამბები
„ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" კვლავ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ადმინისტრაცია ადასტურებს.

კლუბსა და ახალ მთავარ მწვრთნელს შორის თანამშრომლობას ხელი დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მოეწერება.

კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი ორჯერ იყო. იგი კლუბში 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2017 წელს გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი "ტორპედომ" საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. კახა ჩხეტიანის მწვრთნელობის პირობებში "ტორპედომ" პირველად ითამაშა ევროპა ლიგის პლეი-ოფში. ამის შემდეგ ჩხეტიანმა, ფინანსური კრიზისის დროს, კლუბი დატოვა და "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა, თუმცა, 2021 წელს იგი კლუბიდან გაუშვეს. დღეს კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მესამედ ჩაიბარებს.

წარმატებული სამწვრთნელო კარიერის გამო, მის დაბრუნებას ქუთაისელი გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.

ქუთაისის "ტორპედო" მთავარი მწვრთნელის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც კლუბი ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ სკანდალურად დატოვა.
Print