ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 91-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]

ტანკი – 1 305 ერთეული [+3]

ჯავშანტექნიკა – 3213 ერთეული [+19]

საარტილერიო სისტემა – 606 ერთეული

MLRS – 201 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული

თვითმფრინავი – 206 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 170 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 491 ერთეული [+11]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 112 ერთეული

გემი/ნავი – 13 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 217 ერთეული [+5]

სპეცტექნიკა – 44 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

178 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

995 უპილოტო საფრენი აპარატი

320 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 243 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

425 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 658 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

3 124 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 91 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print