ახალი ამბები
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი „აზოვის“ მეთაური მეუღლეს დაუკავშირდა
FaceBook

 

აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, რომელიც ახლა ოკუპანტების ტყვეობაშია, მეუღლეს ტელეფონით დაუკავშირდა.

როგორც გამოცემები The Guardian და AP იტყობინებიან, საუბარი ხანმოკლე იყო და "აზოვსტალელის" მეუღლემ, კატერინა პროკოპენკომ ვერ მოასწრო ეკითხა მისთვის იმ პირობების შესახებ, რომელშიც ახლა ის იმყოფება.

"მან თქვა, რომ კარგად იყო და მკითხა, როგორ ვარ. კავშირი მანამდე დასრულდა, სანამ საკუთარ თავზე მეტს იტყოდა",
- აღნიშნა ქალმა. თუმცა, უცნობია შეეძლო თუ არა პროკოპენკოს თავისუფლად საუბარი.

თავად კატერინა პროკოპენკომ თქვა, რომ უკრაინელი ტყვე ჯარისკაცების პირობებთან დაკავშირებით მას სხვა წყაროებიდან აქვს ინფორმაცია, რომელთა მიხედვითაც, პირობები დამაკმაყოფილებელია.

"უკრაინელებს აჭმევენ, წყალს აძლევენ და ყოველ შემთხვევაში, აქამდე პატიმრებზე არ ძალადობდნენ", - განაცხადა კატერინა პროკოპენკომ. მისი ინფორმაციით, დაჭრილი ჯარისკაცების უმეტესობა ოკუპირებულ იელენოვკას ციხეშია, მძიმედ დაჭრილთა მცირე ჯგუფი რჩება ასევე ოკუპირებულ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში.

16 მაისს, „აზოვსტალიდან“, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო მოქცეული, 53 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი მებრძოლი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჰუმანიტარული დერეფნის გავლით გაიყვანეს 211 ჯარისკაცი. "აზოვსტალის" ქარხნიდან სრულად არიან გაყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე თავს აფარებდნენ.

 

Print