ახალი ამბები
უკრაინელი ლტოლვილები ისრაელში ლეგალურად დასაქმდებიან
FaceBook
უკრაინიდან ლტოლვილებს ისრაელში ლეგალურად მუშაობის უფლება მიეცემათ.


ინფორმაციას ისრაელში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

გადაწყვეტილება საელჩომ და ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო.

"უკრაინის საელჩო ადგილობრივი კანონმდებლობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას მიესალმება. უკრაინელებს საშუალება მიეცემათ ლეგალურად იმუშაონ ისრაელში და იყვნენ მანამ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება და ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ", - აცხადებენ ისრაელის საელჩოში.

საელჩოს ინფორმაციით, ამჟამად პროცედურულ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს.

უკრაინაში 91 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print