ახალი ამბები
,,უკრაინული მარცვლეულის მარაგი კვლავ საწყობში რჩება'' - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოდესაში ან მის გარშემო სავაჭრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მხრიდან შავი ზღვის ძირითადი პორტების ბლოკადამ, ამ ტერიტორიაზე კომერციული გემების ინდუსტრია შეაჩერა. ამის გამო, შეჩერებულია მარცვლეულის რეალიზაცია, რაც კიდევ უფრო ზრდის მასზე მოთხოვნას და შესაბამისად, ფასს.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის სახმელეთო ექსპორტის მექანიზმებმა, რუსეთის ბლოკადის შედეგად გამოწვეული დანაკარგების გამო, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მალევე გააგრძელოს. უკრაინული მარცვლეულის მნიშვნელოვანი მარაგი საწყობში რჩება, რომლის ექსპორტი შეუძლებელია. ომმა მარცვლეულის ფასებზე დიდი გავლენა მოახდინა. ამასთან, რუსეთის მხრიდან საზღვაო ბლოკადის საფრთხე უკრაინის პორტებში ვაჭრობას კვლავ აფერხებს'',
- წერია ანგარიშში.

ბრიტანული დაზვერვა ანგარიშს ყოველდღიურად აქვეყნებს.

უკრაინაში 91 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #უკრაინა