ახალი ამბები
რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული - Forbes
FaceBook
რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 125 000 კვადრატული კილომეტრი აქვს ოკუპირებული.


ამის შესახებ Forbes-ი წერს.

23 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა 43 300 კვ. კმ, ანუ უკრაინის ტერიტორიის 7%. ახლა ოკუპირებული ტერიტორია 2,9-ჯერ მეტია და უდრის 125 000 კვ. კმ-ს.

2014 წლიდან რუსეთის არმიამ იმდენი უკრაინული მიწა დაიპყრო, რომ მათი საერთო ფართობი აღემატება უნგრეთის და ბულგარეთის გაერთიანებულ ტერიტორიებს.

უკრაინის მიერ დროებით უკონტროლო ტერიტორიები მოიცავს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიას რეგიონების ნაწილებს და ქალაქ სევასტოპოლს.

ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად გაათავისუფლეს კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, მიკოლაევისა და ჟიტომირის რაიონები რუსი დამპყრობლებისგან.

უკრაინის მთელი ტერიტორია 603 548 კვ. კმ-ია.

უკრაინაში 90 დღეა ომია. 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია დამოუკიდებელ უკრაინაში შეიჭრა.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი გადადის დასკვნით ფაზაში, რომლის დროსაც კონტრშეტევა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება მოხდება.

მანამდე, თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება გრძელვადიანი ომის დასაწყებად.
Print