ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას კანდიდატურა წარადგინა.

ინიციატივა პარლამენტს ბიუროს სხდომაზე დღეს წარედგინა.

"საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურის შესახებ. წამყვანი კომიტეტი იქნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სავალდებულო დასკვნა უნდა წარმოადგინოს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა,
"- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2022 წლის ცხრა თებერვალს დატოვა. იგი ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებდა. მანამდე, ნათია თურნავა "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, 2006 – 2013 წლებში კი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრი და "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალური დირექტორი იყო.

Print