ახალი ამბები
ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ
FaceBook
ქუთაისში მეორე დღეა 37 წლის კაცს ეძებენ.

ოჯახის ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი ბოლოს ქუთაისში, პასელოკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის ვიდეოკამერაში ფიქსირდება. მათი ვარაუდით, იგი აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა.

"23 მაისის დილის 06:00 საათზე სახლიდან გავიდა დათო ნოზაძე. ბოლო კონტაქტი ფიქსირდება ქუთაისში (პასელოკში) მდებარე "მაგნიტის" კამერებში და სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა"
,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

"დილით სამსახურში რომ არ მივიდა და ტელეფონიც გამორთო, ამის შემდეგ დავიწყეთ ძებნა", - ამბობს ოჯახის ახლობელი. არსებული ინფორმაციით, იგი სამხედრო პირია.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ფოტოზე მამაკაცის ამოცნობის შემთხვევაში ოჯახს დაუკავშირდით ნომერზე: 598444650
Print