ახალი ამბები
"უკრაინა ინარჩუნებს ეფექტურობას, თუმცა რუსეთსაც აქვს ლოკალური წარმატება" - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
უკრაინა ინარჩუნებს ძალების ეფექტურ მეთაურობას დონბასში, მაგრამ რუსეთმა გარკვეულ ლოკალურ პროგრესს მიაღწია ლუგანსკის რეგიონში.


რუსეთის წინსვლამ დასავლეთისკენ, შესაძლოა არმიის მომარაგების სირთულეები შექმნას.

ამას მოწმობს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის დაზვერვის 24 მაისის მონაცემები.

მათი ცნობით, ოკუპანტებმა გაააქტიურეს ოპერაციები დონბასში და ყურადღება გაამახვილეს სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის და რუბიჟნეს ალყაში მოქცევაზე. ამ ოპერაციის ჩრდილოეთი და სამხრეთი ღერძი გამოყოფილია, დაახლოებით 25 კმ ტერიტორიით, რომელსაც აკონტროლებს უკრაინა.

ამავდროულად, ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინელებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს მოწინააღმდეგეს და დაიკავეს კარგად განლაგებული თავდაცვითი პოზიციები. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაცია, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ეფექტურ ხელმძღვანელობას და კონტროლს ამ ფრონტზე.

ბრიტანული დაზვერვა უკრაინულ მხარეს აფრთხილებს, რომ რუსეთის მიერ სევეროდონეცკის "ჯიბის" წართმევა გამოიწვევს მთელი ლუგანსკის რეგიონის ოკუპაციას, თუმცა ეს მხოლოდ მისი ოპერაციის ნაწილია დონბასის ხელში ჩაგდების მიზნით.

უკრაინაში 90 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა.
Print