ახალი ამბები
"დააჩქარეთ იარაღის მიწოდება, ეს დაუნდობელი ბრძოლაა'' - დმიტრო კულება
FaceBook
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება დააჩქარონ.

მისი თქმით, ნაადრევია დასკვნის გაკეთება, რომ უკრაინას უკვე ყველა საჭირო იარაღი აქვს.

"ძალიან ნაადრევია დასკვნის გაკეთება, რომ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი აქვს. რუსეთის შეტევა დონბასზე - ეს დაუნდობელი ბრძოლაა, ყველაზე დიდი ევროპის მიწაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება, განსაკუთრებით, ზალპური ცეცხლის სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და ჯავშანტრანსპორტიორების",
- აცხადებს დმიტრო კულება.

უკრაინაში 90 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print
თეგები: #კულება