ახალი ამბები
ზელენსკიმ, მისი მკვლელობის შემთხვევაში, გეგმა B-ზე ისაუბრა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი მისი ან ხელისუფლების რომელიმე წევრის მკვლელობის შემთხვევაში, გეგმა B-ზე საუბრობს.


ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკვე შემუშავებულია სტრატეგია, რომელსაც უკრაინა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიმართავს.

"მოვემზადეთ და დავყავით, მე, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ჩვენ გვესმოდა, რომ თუ რაიმე დანაკარგი იქნებოდა, ამ პროცესისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. მინისტრთა კაბინეტი ორ ნაწილად გავყავით, რომ ასეთი შედეგებისგანაც კი ყოფილიყო ქვეყანა დაცული",
- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინაში 90 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print
თეგები: #ზელენსკი