ახალი ამბები
დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული
FaceBook
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი უნდა გაიმართოს.

სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული. ჯერჯერობით, უცნობია ჩატარდება თუ არა სხდომა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროცესს არ დაესწრება მიხეილ სააკაშვილი. როგორც პატიმრის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები აცხადებენ, ორი დღის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი საწოლიდან ადგომას ვერ ახერხებს, სააკაშვილს კი მისი დასწრების გარეშე პროცესის ჩატარება არ სურს.

მიხეილ სააკაშვილს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ედავება, მასთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია.


Print