ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 90-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]

ტანკი – 1 302 ერთეული [+9]

ჯავშანტექნიკა / APV – 3 194 ერთეული [+28]

საარტილერიო სისტემა – 606 ერთეული [+2]

MLRS – 201 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული

თვითმფრინავი – 205 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 170 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 480 ერთეული [+4]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 112 ერთეული [+2]

გემი/ნავი – 13 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 213 ერთეული [+7]

სპეცტექნიკა – 43 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

177 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

990 უპილოტო საფრენი აპარატი

319 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 226 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

421 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 643 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

3 106 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 90 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.



Print