ახალი ამბები
მსოფლიოში პირველად, ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა - გაერო
FaceBook
რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა ლტოლვილთა რაოდენობა კატასტროფულად გაზარდა.


მათმა რიცხვმა მსოფლიოში, პირველად ისტორიაში, 100 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

ამას ადასტურებს გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) გათვლები.

"ეს არის ჩანაწერი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო. ეს უნდა იყოს გამაღვიძებელი ზარი დამანგრეველი კონფლიქტების მოსაგვარებლად და თავიდან ასაცილებლად, დევნის დასასრულებლად და იმ ძირეული მიზეზების გადასაჭრელად, რომლებიც აიძულებენ უდანაშაულო ადამიანებს დატოვონ თავიანთი სახლები", - თქვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდმა.

უკრაინაში ომის დაწყებისას იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა დაახლოებით 90 მილიონ ადამიანს შეადგენდა. რუსეთის აგრესიის შემდეგ ეს რიცხვი კიდევ 14 მილიონით გაიზარდა: 8 მილიონი უკრაინელი გადავიდა ქვეყნის უსაფრთხო ნაწილებში, ხოლო კიდევ 6 მილიონი საზღვარგარეთ.

"საერთაშორისო პასუხი უკრაინის ომს გაქცეულ ადამიანებზე აბსოლუტურად პოზიტიური იყო. ადამიანებში თანაგრძნობა ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენ გვჭირდება მსგავსი მობილიზება ყველა კრიზისისთვის მთელ მსოფლიოში, მაგრამ საბოლოოდ, ჰუმანიტარული დახმარება არის პალიატიური მზრუნველობა და არა განკურნება. ერთადერთი პასუხი ტენდენციის შესაცვლელად არის მშვიდობა და სტაბილურობა", - განაცხადა გრანდიმ.

უკრაინაში 89 დღეა ომია. რუსი აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print