ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 89-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]

ტანკი – 1 293 ერთეული [+8]

ჯავშანტექნიკა / APV – 3 166 ერთეული [+25]

საარტილერიო სისტემა – 604 ერთეული [+5]

MLRS – 201 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული

თვითმფრინავი – 204 ერთეული

ვერტმფრენი – 170 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 476 ერთეული [+6]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 110 ერთეული [+3]

გემი/ნავი – 13 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 206 ერთეული [+12]

სპეცტექნიკა – 43 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

174 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

977 უპილოტო საფრენი აპარატი

317 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 198 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

408 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 622 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

3 077 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 89 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print