ახალი ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა
FaceBook
დღეს, შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვით გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.

დავოსში დღეს იწყება ოთხდღიანი ფორუმი, სადაც ბიზნეს ლიდერების მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომი იქნება.

ფორუმზე მიწვეული არ არიან რუსული ინსტიტუტები, ისევე როგორც მისი პოლიტიკოსები, აღმასრულებლები და ა.შ.

უკრაინაში 89 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print