ახალი ამბები
ქუთაისში რა? სად? როდის? ფინალური თამაში გაიმართა
FaceBook
"ქუთაისის უნივერსიტეტის "მოაზროვნეთა კლუბის რა? სად? როდის? 2015-2016 წლის მერვე სერიის ფინალი ჩატარდა.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა, გამარჯვება გიორგი საღრიშვილის ექვსეულმა მოიპოვა.

თამაშის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი გიორგი საღრიშვილი დასახელდა, რომელმაც ფინალურ 3 კითხვაზე სწორი პასუხი გასცა.

2015-16 წლების სეზონში სულ ხუთი გუნდი მონაწილეობდა.

სეზონის საუკეთესო მოთამაშე "ქუთაისის უნივერსიტეტის" მიერ გამართულ კარნავალზე დასახელდება, რომელსაც საჩუქრად გადაეცემა ბროლის ბუ.

რეზი ბურჯანაძე

Print