ახალი ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დასახელდა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ჟურნალ Time-ის მკითხველების მიხედვით, წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დასახელდა.

ზელენსკი Time 100-ის ( ასი გავლენიანი ადამიანი) წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიურ სიაში ლიდერი გახდა 3,3 მილიონზე მეტი ხმით.

სტატიაში ნათქვამია, რომ როდესაც თებერვალში რუსები შეიჭრნენ უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყეს, "კომიკოსი, რომელსაც არ ჰქონდა პოლიტიკური გამოცდილება 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტად არჩევამდე, გამოვიდა მსოფლიო ასპარეზზე და შეკრიბა ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად".

მეორე ადგილზე Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი გავიდა ხმების 3,5%-ით.

გასული წლის დეკემბერში მასკი დასახელდა ჟურნალ Time-ის მიერ 2021 წლის ადამიანად "დედამიწაზე და, შესაძლოა, დედამიწის მიღმა სიცოცხლეზე" გავლენის გამო.

მესამე ადგილზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გავიდა ხმების 3,4%-ით. ჯონსონს მოსდევს ჯანდაცვის პროფესიონალები ხმების 3.2%-ით, რომლებიც აგრძელებენ მნიშვნელოვან როლს COVID-19-ის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხმების 3,1%-ით მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

Time-100-ის (ასი გავლენიანი ადამიანის) 2022 წლის სია, რომელსაც საბოლოოდ ჟურნალის რედაქცია შეარჩევს, 23 მაისს გამოქვეყნდება.
Print