ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 87-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]

ტანკი – 1 278 ერთეული [+15]

ჯავშანტექნიკა / APV – 3 116 ერთეული [+26]

საარტილერიო სისტემა – 596 ერთეული

MLRS – 201 ერთეული [+1]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული

თვითმფრინავი – 204 ერთეული

ვერტმფრენი – 169 ერთეული [+1]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 462 ერთეული [+2]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 104 ერთეული [+1]

გემი/ნავი – 13 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 178 ერთეული [+16]

სპეცტექნიკა – 43 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

172 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

952 უპილოტო საფრენი აპარატი

314 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 168 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

396 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 571 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

3 039 სპეციალური სამხედრო მანქანა


უკრაინაში 87 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print