ახალი ამბები
,,რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდის'' - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
რუსეთი სწრაფი ტემპით კარგავს ომისთვის აუცილებელ იარაღს.

ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იუწყება. საუბარია უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი დიდი რაოდენობით კარგავს. სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავებმა ომში გადამწყვეტი როლი შეასრულეს ორივე მხარისთვის, თუმცა ამავე დროს დიდი ზიანიც მიიღეს, რადგან აპარატები ძალიან დაუცველები აღმოჩნდნენ – დიდ სირთულეს არ წარმოადგენს არც მათი ჩამოგდება და არც ელექტრონული ხარვეზების შექმნა.

"რუსეთმა სცადა განეხორციელებინა "სადაზვერვო დარტყმის" კონცეფცია, რომელიც მან სირიაში შეიმუშავა და რომლის დროსაც მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენება მიზნის დასადგენად, რათა შემდეგ ამ მიზანს საბრძოლო თვითმფრინავმა ან არტილერიამ დაარტყას"
, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის თვითმფრინავები და ეკიპაჟები ძირითადად თავს არიდებენ უკრაინის ტერიტორიაზე ფრენას, რადგან მათ უკრაინის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შიში აქვთ.

ბრიტანული დაზვერვა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს.

უკრაინაში 87 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print