ახალი ამბები
სახალხო დამცველის აპარატმა ერაყელი სტუდენტების საქმის შესწავლა დაიწყო
FaceBook
სახალხო დამცველის აპარატი იმ 8 ერაყელი სტუდენტის საქმეს სწავლობს, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრომ საქართველოში ბინადრობის ნებართვეზე უარი უთხრა.
ერაყელმა სტუდენტებმა, რომლებიც ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტში სწავლობენს იუსტიციის სამინისტროსგან ბინადრობის ნებართვაზე უარი გასული წლის 25 დეკემბერს მიიღეს.

სტუდენტების თქმით, სამინისტროში უარის მიზეზად ის განმარტება მიიღეს, რომ სახელმწიფოსთვის საშიშროებას წარმოადგენენ.

ბინადრობის ნებართვის შეჩერება ერაყელმა სტუდენტებმა გუშინ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციით გააპროტესტეს. მათი თქმით, ისინი არ შევლენ ლექციებზე, სანამ უნივერსიტეტი პრობლემის მოგვარებაში არ დაეხმარებათ.


გასული წლის ბოლოს 8 ერაყელი სტუდენტის მსგავსად, ბინადრობის უფლება 4 სტუდენტს შეუჩერდა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანს ბინადრობისუფლება მიეცათ.

ამავე თემაზე:  

ერაყელი სტუდენტები პროტესტის ნიშნად ლექციებზე უარს ამბობენ


ერაყელ სტუდენტებს საქართველოში ბინადრობაზე უარი ეთქვათ
Print