ახალი ამბები
,,დიდი შვიდეული'' უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდ დოლარს გამოყოფს
FaceBook
„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.


ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მინისტრები მზად არიან, რომ ოფიციალური კიევისთვის საჭირო შემთხვევაში მეტი გააკეთონ.

„მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შემოგვიერთდნენ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია G7-ის განცხადებაში.

,,დიდი შვიდეულის'' გარდა, უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს აშშ. გარდა ამისა, ამერიკის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტსაც დაუჭირა მხარი.


Print