ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 86-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]

ტანკი – 1 263 ერთეული [+9]

ჯავშანტექნიკა / APV – 3 090 ერთეული [+27]

საარტილერიო სისტემა – 596 ერთეული [+1]

MLRS – 200 ერთეული [+1]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული

თვითმფრინავი – 204 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 168 ერთეული [+1]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 460 ერთეული [+5]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 103 ერთეული

გემი/ნავი – 13 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 162 ერთეული [+5]

სპეცტექნიკა – 43 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

172 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

942 უპილოტო საფრენი აპარატი

313 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 158 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

395 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 562 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

3 026 სპეციალური სამხედრო მანქანა


უკრაინაში 86 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print