ახალი ამბები
აზოვსტალის მეთაურები კვლავ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან
FaceBook
აზოვის პოლკის ხელმძღვანელობა კვლავ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება.

ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარიმ განაცხადა.

"მე და მეთაურები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ. მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის დეტალებს არ გავამხელ. მადლობა მთელ მსოფლიოს და მადლობა უკრაინას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით"
, - განაცხადა პალამარიმ.

16 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზოვსტალიდან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. უწყება წერდა, რომ ისინი მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში გადაჰყავდათ. მოგვიანებით რუსულმა მხარემ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აზოვსტალიდან 265 მებრძოლი ჩაბარდა, მათ შორის 51 მძიმედ დაჭრილი.

ჩაბარებაზე უკრაინულ მხარეს განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა, გენერალურმა შტაბმა 264 სამხედროს გაყვანა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მათი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება ტყვეების გაცვლით მოხდება.

უკრაინაში 86 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print