ახალი ამბები
აშშ უკრაინას 40 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
FaceBook
აშშ-ს სენატმა, უკრაინის დასახმარებლად, დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი სენატმა 86-11 ხმით მიიღო, რომელიც ხელის მოსაწერად პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეცემა.

აშშ-ს პრეზიდენტმა კონგრესს უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა, თუმცა, კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ ეს თანხა 40 მილიარდამდე გაზარდა.

9 მაისს ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს მოაწერა ხელი. ლენდ-ლიზის პროგრამამ მეორე მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში, რადგან ამერიკას შესაძლებლობა მიეცა, პარტნიორები დამატებითი პროცედურების გარეშე, სწრაფად მოემარაგებინა.
Print
თეგები: #უკრაინა #აშშ