ახალი ამბები
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა - 2022 წლის მონაცემები
FaceBook
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აპრილის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

მიღებულმა შემოსავალმა 582 297 301 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9%-ის აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478 886 422 აშშ დოლარით.

2022 წლის აპრილის თვეში, ამ გზით მიღებულმა შემოსავალმა 188 588 938 აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით, შემოსავლები გაზრდილია 138 729 246 აშშ დოლარით.
Print