ახალი ამბები
რუსეთი სამხედრო მეთაურებს ,,წარუმატებლობის'' გამო თანამდებობებიდან ათავისუფლებს
FaceBook
რუსეთში სამხედრო მეთაურები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.


ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება წარუმატებელ მოქმედებებს უკავშირდება.

დაზვერვა პოსტიდან გათავისუფლებულ რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანსაც ასახელებს.

"გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც ელიტური პირველი გვარდიის სატანკო არმიას ხელმძღვანელობდა, თანამდებობას ჩამოაშორეს იმის გამო, რომ ხარკოვის აღება ვერ შეძლო. თანამდებობა დაკარგა ვიცე-ადმირალმა იგორ ოსიპოვმაც, რომელიც შავი ზღვის ფლოტს მეთაურობდა, სავარაუდოდ, აპრილში, კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ. სავარაუდოდ, პოსტზე რჩება რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი, თუმცა გაურკვეველია, ინარჩუნებს თუ არა ის პრეზიდენტ პუტინის ნდობას",- აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.

ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ბევრი ოფიციალური პირი, რომელიც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდა, ალბათ, კიდევ უფრო მეტად ეცდება რუსეთის მარცხზე პირადი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს.

უკრაინაში 85 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #დაზვერვა