ახალი ამბები
აშშ-ის სენატმა უკრაინაში ახალი ელჩი დაამტკიცა
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინაში აშშ-ს ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა.


ბრინკი რამდენიმე ქვეყნის საელჩოში მუშაობდა, მათ შორის საქართველოში.

"ელჩის შერჩევა მშვიდობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებისკენ წინსვლას შეუწყობს ხელს",
- აღნიშნა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგარეო სამსახურის ვეტერანი ოფიცერი გასულ თვეს წარადგინა. იგი სენატმა ერთხმად, ფორმალური კენჭისყრის გარეშე, დაამტკიცა.

აშშ-სს მსგავსად, კიევში დიპლომატიური საქმიანობა აღადგინა ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, საბერძნეთმა, ჩეხეთმა და ავსტრიამ.
Print