ახალი ამბები
რუსეთი ქვეყნიდან 85 ევროპელ დიპლომატს აძევებს
FaceBook
რუსეთი, უკრაინაში შეჭრის გამო, ევროპული ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გაძევებას იგივე ქმედებით პასუხობს.

ოკუპანტი სახელმწიფო ქვეყნიდან 85 ევროპელ დიპლომატს აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისინი პერსონა ნონ გრატად უკვე გამოაცხადა. საუბარია 24 იტალიის, 27 ესპანეთისა და 34 საფრანგეთის მოქალაქეზე, რომლებიც რუსეთში დიპლომატიური მისიით მუშაობდნენ.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება შესაბამისი ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გამოძევებაზე პასუხია.

უკრაინაში შეჭრის გამო, ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესეს.

უკრაინაში 85 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print