ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 85-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]

ტანკი – 1 254 ერთეული [+3]

ჯავშანტექნიკა / APV – 3 063 ერთეული [+20]

საარტილერიო სისტემა – 595 ერთეული [+9]

MLRS – 199 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+2]

თვითმფრინავი – 203 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 167 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 455 ერთეული [+14]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 103 ერთეული [+1]

გემი/ნავი – 13 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 157 ერთეული [+20]

სპეცტექნიკა – 43 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

172 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

927 უპილოტო საფრენი აპარატი

311 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 139 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

389 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 548 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

2 997 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 85 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print