ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 84-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 300 [გასულ დღე-ღამეში +400] ადამიანი

ტანკი – 1 251 ერთეული [+16]

ჯავშანტექნიკა / APV – 3 043 ერთეული [+34]

საარტილერიო სისტემა – 586 ერთეული [+8]

MLRS – 199 ერთეული [+1]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 91 ერთეული [+1]

თვითმფრინავი – 202 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 167 ერთეული

გემი/ნავი – 13 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 441 ერთეული [+5]

მანქანები და საწვავის ავზები – 2 137 ერთეული [+28]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 102 ერთეული [+5]

სპეცტექნიკა – 43 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

172 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

927 უპილოტო საფრენი აპარატი

311 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 139 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

389 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 548 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

2 997 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 84 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print