ახალი ამბები
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ეწვევა
FaceBook
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე დღეს საქართველოს ეწვევა.


შოლე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ხვალ გამართავს. შეხვედრები დაგეგმილია ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, შოლე ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე კონსულტაციებს გამართავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შოლე შეხვედრებზე განიხილავს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, კრემლის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და იმას, თუ როგორ განვითარდეს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები დემოკრატიული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ.

ვიზიტი ორდღიანია. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.
Print