ახალი ამბები
ქუთაისის მერია ინტერნეტ მომსახურებაში 20 000 ლარამდე დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერიას ინტერნეტ მომსახურებას ერთი წლის განმავლობაში შპს "დელტა-ნეტი" გაუწევს.
კომპანიამ, მერიის მიერ გასული წლის 11 დეკემბერს გამოცხადებულ, 24 960 ლარად შეფასებულ ტენდერში გაიმარჯვა.

სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, "დელტა ნეტი" მერიის ადმინისტრაციული შენობის გარდა, ინტერნეტ მომსახურებას, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურსაც გაუწევს.

ინტერნეტ მომსახურებისთვის შპს "დელტა ნეტი" ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19 800 ლარს მიიღებს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია "დელტა ნეტი" 2011 წელს თბილისში დარეგისტრირებული კომპანიაა.

ქუთაისის მერიამ 2016 წელს ინტერნეტ მომსახურებისთვის პირველად ტენდერი გასული წლის 26 ნოემბერს გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 30 000 ლარს შეადგენდა. თუმცა, იმ დროისთვის ტენდერი არ შედგა.

Print