ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 83-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით, 27 900 [გასულ დღე-ღამეში +200] ადამიანი

ტანკი – 1 235 ერთეული [+7]

ჯავშანტექნიკა / APV – 3 009 ერთეული [+35]

საარტილერიო სისტემა – 578 ერთეული [+1]

MLRS – 198 ერთეული [+3]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 90 ერთეული [+1]

თვითმფრინავი – 201 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 167 ერთეული [+2]

გემი/ნავი – 13 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 436 ერთეული [+91]

მანქანები და საწვავის ავზები – 2 109 ერთეული [+8]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 97 ერთეული [+0]

სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

168 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

889 უპილოტო საფრენი აპარატი

307 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 108 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

381 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 529 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

2 949 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 83 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print