ახალი ამბები
რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს
FaceBook
უკრაინის გენერალური შტაბი რუსული არმიის მორიგი მარცხის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

გენშტაბის ცნობით, რუსი ჯარისკაცები მძიმე დანაკარგების გამო, ამჯერად იძულებული გახდნენ სევეროდონეცკის მიმართულებით დაეხიათ უკან. რუსეთის ძირითადი ძალისხმევა ახლა დონეცკისკენ არის მიმართული.

"ჩრდილოეთის მიმართულებით მოწინააღმდეგე აგრძელებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებულ დაცვას. სუმის ოლქის ბილოკოპიტოვეს დასახლების ტერიტორიაზე მტერმა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებს ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნა",
- წერს გენშტაბი.

რაც შეეხება ხარკოვს, აქ მტერი ძირითადად დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს. მტერი დანაკარგების შევსებას ცდილობს სლოვიანსკის მიმართულებით.

საავიაციო, საარტილერიო და ნაღმტყორცნებით შეტევას აგრძელებს მტერი დონეცკის მიმართულებით. რუსეთის ჯარმა წარმატებას ვერ მიაღწია ბახმუტის, ავდიივკას, ვისკრივას, კამიანკას, კურახივისა და ვუჰლედარის მიმართულებებით.

უკრაინაში 83 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print