ახალი ამბები
ჩერნიგოვის ოლქში ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა 3 500-მდე შენობა გაანადგურეს
FaceBook
ჩერნიგოვის ოლქში, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, 3500-მდე შენობა განადგურდა ან დაზიანდა.

ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა აქვეყნებს.

დაზვერვის ცნობით, ზარალის მასშტაბები მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპანტი ქვეყანა მზად არის მძიმე არტილერია გამოიყენოს დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ.

,,შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ოკუპანტები საკუთარი ფრონტის მიღმა საბრძოლო თვითმფრინავების რეგულარულად ფრენებს ერიდებიან და საარტილერიო დაბომბვებს ხშირად მიმართავენ. უახლოეს მომავალში, რუსეთი დონბასში საარტილერიო დაბომბვებს გააძლიერებს, რათა ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიოს", - წერს დაზვერვა.

ბრიტანული დაზვერვა ანგარიშს ყოველდღიურად აქვეყნებს.

უკრაინაში 83 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.



Print