ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 82-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 27 700 [გასულ დღე-ღამეში +300] ადამიანი

ტანკი – 1 228 ერთეული [+8]

ჯავშანტექნიკა / APV – 2 974 ერთეული [+16]

საარტილერიო სისტემა – 577 ერთეული [+22]

MLRS – 195 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 89 ერთეული

თვითმფრინავი – 200 ერთეული

ვერტმფრენი – 165 ერთეული [+1]

გემი/ნავი – 13 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 427 ერთეული [+11]

მანქანები და საწვავის ავზები – 2 101 ერთეული [+14]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 97ერთეული [+2]

სპეცტექნიკა – 42 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

168 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

889 უპილოტო საფრენი აპარატი

307 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 108 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

381 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 529 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

2 949 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 82 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print