ახალი ამბები
ქუთაისში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქცია დაიგეგმა
FaceBook
ქუთაისში, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქცია დაიგეგმა.


14:00 საათზე, ქალაქის ცენტრში, ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტები შეიკრიბებიან და მის დაკავებას გააპროტესტებენ.

დღეს, ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
Print