ახალი ამბები
ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს
FaceBook
ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს.

მას ხელბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს. გვარამიას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასთან ერთად ბრალდებულად იქნა ცნობილი კახაბერ დამენია, ზურაბ იაშვილი კი გამართლდა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.
Print