ახალი ამბები
ბელორუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ ძალების მობილიზაცია გამოაცხადა
FaceBook
ბელორუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ სპეციალური ძალების, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების მობილიზაცია გამოაცხადა.
ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იუწყება.


დაზვერვის ვარაუდით, ბელორუსის ჯარების არსებობა უკრაინელი ჯარისკაცების დონბასში განლაგებას შეზღუდავს, თუმცა, ბელორუსის ქვედანაყოფები უშუალოდ კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ.

"რუსეთის სამხედრო ძალები ბელორუსის ტერიტორიას კიევსა და ჩერნიგოვში წინსვლისთვის იყენებდნენ. ასევე, რუსეთის ქვედანაყოფებმა ამ ტერიტორიიდან სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს. ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აბალანსებს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, რათა კონფლიქტში მონაწილეობა თავიდან აიცილოს, დასავლეთის სანქციების, უკრაინის მხრიდან შურისძიებისა და ბელორუსის სამხედროების დაუმორჩილებლობის გამო",
- წერია ანგარიშში.

ბელორუსში შეიარაღებული ძალების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება 4 მაისს დაიწყო. ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს სწავლება "არ ატარებს არანაირ საფრთხეს არც ევროპული საზოგადოებისთვის და არც მეზობელი ქვეყნებისთვის".



Print
თეგები: #ბელორუსი