ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

ამინდის მოკლევადიანი პროგნოზის სამსახურის ხელმძღვანელის, დოდო გვაზავას თქმით, ორშაბათს, 16 მაისს, გაძლიერდება დასავლეთის ქარი. საღამოს, შესაძლოა, გაწვიმდეს.

17-18 მაისს ქარის სიჩქარე დაიკლებს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 26-280-მდე მოიმატებს.

19-20 მაისს მოიმატებს ქარის სიჩქარე და  5,6 მ/წმ გახდება. 20 მაისს, შესაძლოა, იწვიმოს.

კვირის ბოლოს მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.

Print