ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტი დღეს გასაჯაროვდება
FaceBook
რა სახის გამოკვლევები ჩაუტარდა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ამის შესახებ დოკუმენტები დღეს გასაჯაროვდება.


ასევე იგეგმება სააკაშვილის პირადი ექიმის შეხვედრა "ვივამედის" კლინიკის ექიმებთან. მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. სააკაშვილის ოჯახი და მისი მხარდამჭერები პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას მისი განკურნების ერთადერთ გზად მიიჩნევენ​. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური პროვოკაციაა, რადგან, მათი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მსგავს გამოწვევებთან გასამკლავებლად მზადაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გასული წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.



Print