ახალი ამბები
"ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ამ თვეში, მაგრამ წელს შეგვიძლია"
FaceBook
უკრაინა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით,
- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

“ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ამ თვეში, მაგრამ წელს შეგვიძლია. გამარჯვების რეცეპტი მარტივია: ნავთობის ნამდვილი ემბარგო + ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. ერთად დავასრულოთ“, - აღნიშნა პოდოლიაკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

უკრაინაში 81 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

ipn.ge
Print