ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში ახლადშექმნილი განყოფილება იანვრის ბოლოს დაკომპლექტდება
FaceBook
საქმის წარმოების, მოქალაქეთა მიღებისა და არქივის განყოფილებაში ათი ადამიანი იმუშავებს.

ქუთაისის მერიაში ახლადშექმნილი განყოფილების დაკომპლექტება იანვრის ბოლოს დაიწყება. საქმის წარმოების, მოქალაქეთა მიღებისა და არქივის განყოფილებაში ათი ადამიანი იმუშავებს.

მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში განმარტავენ, რომ კადრების შერჩევა ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული რესურსიდან მოხდება. კერძოდ, აღნიშნულ განყოფილება მერიის სამსახურების ე.წ. მთავარი სპეციალისტებით დაკომპლექტდება. რაც შეეხება განყოფილების უფროსის შერეჩევას, მერიაში განმარტავენ, რომ:  "განყოფილების უფროსის პოსტის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს ახალადშექმნილი განყოფილების მუშაობის სტრატეგია. ვისაც უკეთესი სტრატეგია ექნება, თავისთავად ის აირჩევა", - ამბობს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.

მერიაში განმარტავენ, რომ ახლადშექმნილი განყოფილება ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს.

განყოფილება მერიის ადამინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსება, სადაც ამ დროისთვის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრია, ეს უკანასკნელი კი  "მირზაანის" ყოფილ შენობაში გადავა.
Print