ახალი ამბები
ქუთაისში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ აპლიკაციით შეიტყობთ
FaceBook

სად, როდის და რა ღონისძიება იმართება ან იგეგმება ქუთაისში, ამის შესახებ დღეიდან, აპლიკაციით შეიტყობთ.


სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია და მისი ტელეფონში ჩამოტვირთვა ყველას შეუძლია. აპლიკაცია სახელწოდებით "ქუთაისი", დაგეხმარებათ ზუსტად იცოდეთ რა ხდება თქვენს ქალაქში.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store -ის და Google Play-ის შესაბამისი ველებიდან. მისი გადმოწერის შემდეგ, მიიღებთ საინფორმაციო შეტყობინებებს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ქუთაისში გაიმართება.

 

Print