ახალი ამბები
"გათავისუფლებულია 1015 დასახლებული პუნქტი" - ზელენსკი
FaceBook
"ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენას", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ტრადიციულ მიმართვაში.


პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის ჯარების მიერ გათავისუფლებულია 1 015 დასახლებული პუნქტი, რასაც გასული 24 საათის განმავლობაში 6 დაემატა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ყველა ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ხერსონი და მელიტოპოლი, ბერდიანსკი და ენერგოდარი, მარიუპოლი და დონბასი და მათი ყველა ქალაქი და დაბა... ხარკოვის ოლქის თანდათანობითი გათავისუფლება მოწმობს, რომ ჩვენ მარტოს არავის დავტოვებთ" ,
- აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსი ოკუპანტები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ შეტევებს აღარ ატარებენ. მათი ძირითადი ძალისხმევა ორიენტირებულია ქალაქ ხარკოვიდან ჯარის გაყვანაზე, ასევე, დაკავებული პოზიციებისა და მომარაგების გზების შენარჩუნებაზე.

ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

უკრაინაში 80 დღეა ომია.
Print